|
2015-09-22 09:36:20, 545 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: კრიზისული პერიოდი გადავლილია, საშუალოვადიან პერიოდში კურსის გამყარებას ველოდებით
კრიზისული პერიოდი უკვე გადავლილია და საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით გაცვლითი კურსის გამყარებას, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით სიტუაციას მაქსიმალურად გააკონტროლებენ. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებსაც გამოიყენებს, ხოლო ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის პარამეტრებს გადახედავს. „ბოლო რამდენიმე კვირაა, უშუალოდ ვხელმძღვანელობ ამ საკოორდინაციო სამუშაო შეხვედრებს. მოვისმინე ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის მოსაზრებები და ხედვები ლართან მიმართებაში. ორივეს პოზიცია არის ერთი და იგივე მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით. ისინი თანხმდებიან, რომ ლარის კურსი უკვე პიკშია. მათი პროგნოზებით ლარის დასტაბილურება უნდა დაიწყოს საშუალოვადიან პერსპექტივაში. ფინანსთა სამინისტროს მჭიდრო კოორდინაცია აქვს ეროვნულ ბანკთან და პროცესში ჩართულია მთავრობის ადმინისტრაციაც“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. მანვე აღნიშნა, რომ სიტუაციას მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად მართავს და საზოგადოებასთან მაქსიმალური კომუნიკაციის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა. სამუშაო შეხვედრას მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაესწრნენ.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)