|
2020-10-24 10:21:50, 1060 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - გულმოდგინედ ცდილობენ, ჩირქი მოსცხონ ჯარს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ბექა მჭედლიშვილის განცხადებით, გულმოდგინედ ცდილობენ, ჯარს ჩირქი მოსცხონ, რომელიც ქვეყნის სახეა. აღნიშნულის შესახებ ბექა მჭედლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ გარეთ 21-ე საუკუნეა და საბჭოთა მეთოდებით დადგმული, იაფფასიანი სპექტაკლებით, „ფეიქებით“ და იმით, რითიც ოდესღაც ფონს გადიოდნენ, ხალხს ახლა ვეღარ მოატყუებენ, თუმცა მაინც გულმოდგინედ ცდილობენ, ჩირქი მოსცხონ ჯარს, ვიმეორებ ჯარს, რომელიც ქვეყნის სახეა! თუმცა, ვისზე ვსაუბრობთ..."ოპოზიციურად განწყობილ მედიაზე" და მათ წარმომადგენლებზე, ვისთვისაც ეროვნული იდეა და მაღალი ფასეულობები ძალიან შორსაა და 15 წუთიანი გაელვებითი პოპულარობისა და რეიტინგის გამო უკადრებელს კადრულობენ. ადამიანებზე, რომლებისთვისაც არსებობს მხოლოდ მათი ან სხვისი კეთილდღეობა და საერთოდ არ აინტერესებთ ქვეყნის მდგომარეობა და იმიჯი. ახლაც, მთელი ეს პერიოდია, დაჟინებით ცდილობენ ჯარში იპოვონ რესპონდენტი, სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ეტყვით, ჯარზე მიმდინარეობს მუქარა, არჩევნების გაყალბების მიზნით და იმაზე საერთოდ არ ფიქრობენ, რომ გარდა სიბინძურის შემოქმედებისა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობისა, ამით უდიდეს შეურაცხყოფას აყენებენ თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს და ეწევიან მათ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, ადამიანების, რომლებსაც ეს ქვეყანა საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვართ. აზრი არ აქვს ამ სახელდახელოდ დადგმულ "სენსაციურ" ნიუსებს და Fake რესპოდენტებს, ტყუილად ირჯება ეს "საზოგადოება". ყველამ, ვისაც აინტერესებს და შეხება აქვს, გადასარევად იცის რა ხდება ჯარში, როგორ შეიცვალა სამხედროების და მათი ოჯახების მდგომარეობა, რა მასშტაბის პროფესიული თუ სოციალური კეთილდღეობის პროექტები მიმდინარეობს ჯარისკაცებისთვის“, -წერს ბექა მჭედლიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)