16:57 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-24 00:06:51, 1467 ნახვა

კომენტარი
გოჩა გაბოძე - აივ შიდსის მკურნალობისა და პრევენციის საშუალებები სულ უფრო მეტად იხვეწება

"აივ შიდსი დღეს უკვე მართვადი ქრონიკული დაავადებაა.  მკურნალობისა და პრევენციის საშუალებები სულ უფრო მეტად იხვეწება, მათ ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვთ და მკურნალობაზე მყოფი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას ახდენენ. - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" აივ აქტივისტმა ასოციაცია "ბროწეულის" ხელმძღვანელმა გოჩა გაბოძემ უთხრა.

"საქართველოში დღეს უკვე გვაქვს ერთ აბიანი კომბინირებული პრეპარატი რაც კიდევ ერთი ნაბიჯია წინ შიდსის ეპიდემიის დასასრულებლად. მკურნალობაზე მყოფი აივ დადებითი ადამიანი აღარ არის ვირუსის გავრცელების წყარო.  მკურნალობის მიღებისას ნაკლები ბარიერი ვირუსის გავრცელების შეკავების ერთადერთი საშუალებაა.
აივ შიდსის მკურნალობის  უახლესი მიღწევა ინექციური საშუალებებია, რომელიც ჯერ მაღალშემოსავლიან ქვეყნების მოქალაქეებისთვისაა ხელმისაწვდომი და ყოველდღიურად პრეპარატის მიღების ნაცვლად ყოველთვიურ ინექციას მოიცავს. აივ დადებითი ადამიანებისთვის მსგავსი სამკურნალო საშუალებები ნაკლები ბარიერია სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობის მიღებისთვის. " - განაცხადა გოჩა გაბოძემ.

გაბოძე იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ახალი ვაქცინა აივ ინფიცირებულთა დიდი ჯგუფისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის საქართველოშიც.

შეგახსენებთ, ევროპის წამლის სააგენტომ  (EMA)  პირველად გასცა რეკომენდაცია აივ მკურნალობის ინექციურ საშუალებაზე. ახალი ინექციური სამკურნალო საშუალება, რომელიც 2 მედიკამენტის კომბინაციისაგან შედგება ( რილპივირინი  x  კობოტეგრავირი) რეკომენდირებულია ევროპის წამლის სააგენტოს კომიტეტის მიერ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics