|
2020-10-23 18:27:13, 732 ნახვა
კომენტარი
დავით ხვიბლიანი - ის, რასაც ჩემზე ავრცელებენ, ცილისწამებაა, ღირსება და სამსახური შემილახეს
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი დავით ხვიბლიანის განცხადებით, ბრალდებები, თითქოს ის თავმდამსხმელის თანამზრახველი იყო, ცილისწამებაა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის სენაკის სამხედრო ბაზაზე მსახურობს და შესაბამისად, სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. „ეს იყო სრული ცილისწამება, რაც ჩემზე დაიდო და რასაც ავრცელებენ. ამით ჩემი ღირსებაც შელახეს, ჩემი სამსახურიც შელახეს. არც ერთ ჯარისკაცს პატივი არ სცეს, რაც მე მგონი ქართველისთვის და ქართული სულის ადამიანისთვის არ არის ლამაზი საქციელი. დანარჩენი რაც არ უნდა კითხვები დამისვათ, არ ვაპირებ კითხვებზე პასუხის გაცემას, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება დაადგენს ყველაფერს, ყველა კითხვაზე პასუხი გავეცი. მე რაც იყო, რაც მოხდა, როგორც მოხდა და რანაირადაც მოხდა ეს ყველაფერი სრულიად იცის გამოძიებამ, თუ საჭირო იქნება, გამოძიება იტყვის ყველაფერს. სერგო ჩაჩიბაია ვინ არის საერთოდ არ ვიცი, ამის მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. მე ჩემს სამხედრო მოვალეობას ვასრულებდი და ვიყავი სამსახურში. მე ჩვეულებრივ სამხედრო ბაზაზე გამოვცხადდი, რაც შეგიძლიათ გადაამოწმოთ სამხედრო ბაზაზე“, - განაცხადა დავით ხვიბლიანმა. ცნობისთვის, 21 ოქტომბერს შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდის ბანკში 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. დღის მეორე ნახევარში, მან მძევლების თავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა. მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დაახლოებით 22:00 საათზე, თავდამსხმელმა სამი მძევლის თანხლებით ბანკის შენობა დატოვა. ამ დროისთვის თავდამსხმელის ადგილსამყოფელი უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)