2020-10-23 12:18:47, 1202 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე მარაგში ნახევარი მილიონი PCR ტესტია
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მარაგში ნახევარი მილიონი PCR ტესტია.
მისივე თქმით, ასევე მარაგშია 200 ათასამდე ანტიგენისა და ანტისხეულების ტესტები.
„ამ ეტაპზე მარაგში არის ნახევარი მილიონი „პისიარ“ ტესტი. ასევე ჩვენ გვაქვს ანტიგენისა და ანტისხეულების ტესტები, რომელთა რაოდენობაც ამ ეტაპზე თუ არ ვცდები, არის 200 ათასამდე. კვლავ მიმდინარეობს დამატებითი შესყიდვები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან