17:00 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-23 10:45:40, 456 ნახვა

კომენტარი
გიორგი ლომია - „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან!

საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კოჰაბიტაციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისინი იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან.

ლომიას განცხადებით, არ შეიძლება, რომ პოლიტიკური ძალა, რომელმაც 9 წლის განმავლობაში არაერთი ახალგაზრდა გააუპატიურა, აწამა და დახოცა, სხვა ხელისუფლებას ცვლიდეს. მისივე თქმით, არც ის შეიძლება, რომ ისეთი ხელისუფლება, რომელსაც სასტიკი დამნაშავეების დასჯის შანსი ჰქონდა და არ დასაჯა, ისევ  ხელისუფლებაში ბრუნდებოდეს. გიორგი ლომიამ აღნიშნა, რომ ხალხს ყველაფერი ძალიან კარგად ესმის, ამიტომ 31 ოქტომბერს ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ და მხარს "პატრიოტთა ალიანსს" დაუჭერენ.

"საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის, რომ ხელისუფლება არის სუსტი - მან ვერ შეძლო და თავის დროზე ვერ დასაჯა ნამდვილი კრიმინალური დაჯგუფება, რომელზედაც ჩვენ არა ერთხელ შევიტანეთ რეზოლუცია პარლამენტში. ჩვენი რეზოლუცია არ იყო დაკმაყოფილებული და იცით რატომ? ამ ხელისუფლებაში ძალიან ბევრი ადამიანი იმდენად არის კოჰაბიტირებული კრიმინალურ დაჯგუფებასთან, რომ დღეს ცალ-ცალკე არსებობა ვერ წარმოუდგენიათ. "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" თანაარსებობით იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს ესენი უკვე ერთნი არიან! არ შეიძლება, რომ პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც 9 წლის განმავლობაში გააუპატიურა, აწამა და დახოცა არაერთი ახალგაზრდა მხოლოდ იმისათვის, რომ თავისი ძალა ეჩვენებინა - არ შეიძლება, რომ ასეთი პოლიტიკური ძალა ცვლიდეს სხვა ხელისუფლებას. არც ის შეიძლება, რომ ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ჰქონდა შანსი, სასტიკი დამნაშავეები დაესაჯა და არ დასაჯა, ისევ ბრუნდებოდეს ხელისუფლებაში. ასეთი ცვლილება არასოდეს მოხდება და არც არასოდეს გვეყოლება ასეთი კოჰაბიტირებული ხელისუფლება! ეს ყველაფერი ხალხს ძალიან კარგად ესმის და საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს! მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ 31 ოქტომბერს ხალხი თავის სათქმელს იტყვის! ყველანი აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და შემოვხაზოთ ნომერი 8!" - განაცხადა გიორგი ლომიამ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics