12:51 - 22 Oct, 2026
|
2020-10-22 23:18:40, 687 ნახვა
კომენტარი
ოკუპირებული აფხაზეთის განცხადებით, „საქართველოს ბანკის“ მძარცველს ე.წ საზღვარი არ გადაუკვეთია
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის ხელმძღვანელის რუსტამ ლატიპოვის განცხადებით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ მძარცველს ე.წ საზღვარი არ გადაუკვეთია. ინფორმაციას Sputnik Abkhazia ავრცელებს. ლატიპოვმა ასევე განაცხადა, რომ მძარცველი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ვერ გადავიდოდა, ამისთვსი კი ისინი რუსეთთან ერთად იმუშავებდნენ. შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მძარცველი შეიჭრა, რომელმაც მძევლად 43 ადამიანი აიყვანა და სახელმწიფოს ნახევარი მილიონი დოლარი მოსთხოვა. საქართველოს მთავრობამ მძარცველს მოთხოვნები დაუკმაყოფილა, რის შემდეგაც ის მძევლებთან ერთად გაიქცა. რამდენიმე საათის შემდეგ მძარცველმა მძევლები გაათავისუფლა და მიიმალა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)