|
2015-09-21 18:05:55, 465 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილი იტალიის ელჩს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-იტალიის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში იტალიური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სტუმარს გააცნო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, განსაკუთრებით, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ლოგისტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორებში. შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების მიმართულებით. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ბიზნეს-ფორუმების გამართვის შესაძლებლობაზე საქართველოსა და იტალიაში, რომლის დროსაც ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს პოტენციური ბიზნეს-პარტნიორების მოძიების საშუალება მიეცემათ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)