|
2020-10-22 18:16:32, 752 ნახვა
კომენტარი
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, გამოძიება მიმდინარეობს, არ შეიძლება წინასწარ ბრალდებები და ადამიანებს დააბრალო რაღაც
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში გუშინ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ მედიასთან ისაუბრა. ვახტანგ გომელაურმა დამნაშავის შესაძლო თანამზრახველების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და პოლიცია ყველა მიმართულებით მუშაობს. არ შეიძლება გამოძიების მსვლელობისას მტკიცებით ფორმაში ადამიანებს რაღაც დააბრალო. „გამოძიების ირგვლივ ბევრი ვერსია გავრცელდა, თუმცა თანამზრახველების შესახებ ამას ჯერ ვერ დავადასტურებ, რა თქმა უნდა. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. შეიძლება იქ 10 ადამიანი ყოფილიყო დამნაშავის თანამზრახველი 43 ადამიანში. ვერავინ ვერ იტყვის ამას იყო, თუ არ იყო. გამოძიება მიმდინარეობს, არ შეიძლება წინასწარ ბრალდებები ადამიანების, დააბრალო რაღაც, რომელიც არ იცი მტკიცებულებით ფორმაში. აქედან გამომდინარე, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება დავით ხვიბლიანი ის იყო მძევალი. ამაზე ვერავინ ვერაფერს ვერ გეტყვით. 43 ადამიანში ერთ-ერთი იყო დავით ხვიბლიანი. ჩვეულებრივად გამოძიება მიდის“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)