|
2015-09-21 17:51:51, 550 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში უკრაინელი ჯარისკაცების შვილები ისვენებდნენ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოწვევით აჭარაში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ჯარისკაცების შვილები ისვენებდნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 19 ბავშვი ორ მშობელთან ერთად რეგიონს 5 სექტემბერს ეწვივნენ და 2 კვირის განმავლობაში სარეაბილიტაციო ცენტრ “თანა“-ს ბაზაზე დასვენება/რებილიტაციის კურსი გაიარეს. გამგზავრებამდე ბავშვები აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ლევან გორგილაძემ და ზურაბ თენიეშვილმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა კობა ნაკაიძემ და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სურმანიძემ მოინახულეს. მოზარდებმა 14 დღის განმავლობაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახის კულტურულ, სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებში. უკრაინელი ჯარსკაცების შვილების ვიზიტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ტერნოპოლის ოლქს შორის არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგემა. 2015 წლის, მაისში, აჭარას 2 კვირიანი ვიზიტით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი 21 ვეტერანი ჯარისკაცი სტუმრობდა. ყოფილმა სამხედროებმა ბათუმში სამედიცინო რეაბილიტაციის კურსი გაიარეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)