|
2020-10-22 17:54:36, 493 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: შემუშავდა გეგმა, რომელიც 2021 წლისთვის რუსთავში ჰაერის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის
შემუშავდა გეგმა, რომელიც 2021 წლისთვის რუსთავში ჰაერის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გეგმაში გაწერილია არამხოლოდ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე საკანონმდებლო ცვლილებები. „ჩვენ გვქონდა შეხვედრა რუსთაველებთან, სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებთან. იყო საუბარი იმაზე, რომ რუსთავს ექნებოდა ისეთივე კომპლექსური ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმა, როგორიც გააჩნია ქალაქ თბილისს, რომლიც 40 პუნქტისგან შედგება, კომპლექსურია, ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს და 2017 წლიდან ხორციელდება. 2019 წელს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, განვახორციელეთ რუსთავის ყველა ძირითადი სამრეწველო საწარმოს ინსპექტირება, კომპლექსური მონიტორინგი ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით. გამოიკვეთა ძირითადი მიმართულება, რაზეც მუშაობდა კომპეტენტური გუნდი, მათ შორის, ევროკავშირის ექსპერტები, საბოლოოდ, ევროპული პრაქტიკის და გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდა გეგმა, რომელიც 2021 წლისთვის რუსთავში ჰაერის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის. გეგმაში გაწერილია არამხოლოდ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე საკანონმდებლო ცვლილებები, რაც სახელმწიფოს მოგვცემს საშუალებას, ეფექტიანად ვმართოთ სამრეწველო საწარმოებიდან ემისიები, გაფრქვევები ჰაერში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)