18:29 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-22 17:42:40, 506 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური - მადლობა ავთო გალდავას, რომელმაც თავი გაწირა, არც ჩემთვის იყო ადვილი გადასაწყვეტი თანამშრომლის გაშვება

მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ავთო გალდავას, რომელმაც თავის სიცოცხლე გაწირა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმაჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მან მიიღო რთული გადაწყვეტილება იყო, როდესაც თავდამსხმელთან ავთო გალდავა გაუშვა.

„გუშინ ძალიან მძიმე დღე იყო ყველასთვის. მათ შორის ჩვენთვის, მძევლებისთვის, ვინც იყვნენ შიგნით დარჩენილი სამი ადამიანისთვის. ჩვენმა სამინისტრომ და ხელისუფლებამ  ყველაფერი გააკეთა, რომ არავინ დაშავებულიყო. პირველი ამოცანა, რაც დავისახეთ შეთანხმებული იყო ხელმძღვანელობასთან და პრემიერთან, რომ არავინ დაშავებულიყო. ყველაფერი გააკეთეთ, რომ ერთ ადამიანსაც კი არაფერი არ დაუშავდესო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ნახეთ რომ იყო მძევლების ეტაპობრივი გამოშვება, ჯერ 14 კაცი, მერე 9 კაცი და ა.შ. რაც ყველაზე მთავარი იყო, ჩვენი თანამშრომელი მივიდა, თუმცა ჩვენ შევთავაზეთ მას გაყოლა შიგნით, რა თქმა უნდა მან უარი გვითხრა. თავიდან საერთოდ უარს იძახდა, შემდეგ დაგვთანხმდა ერთ ადამიანზე.

მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ავთო გალდავას, რომელმაც თავის სიცოცხლე გაწირა. ეს არ არის ადვილი საქმე და არც ჩემთვის იყო ასეთი გადაწყვეტილების მიღება ადვილი. ის ადამიანი ან დაბრუნდებოდა იქიდან ცოცხალი და ან არა. ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე, ჩემთვისაც ძალიან მძიმე იყო თანამშრომლის გაშვება. მძიმე იყო ბატონი ავთოსთვისაც, თუმცა ერთი წამითაც კი არ შეუდრეკია თავისი გმირული გადადგმული ნაბიჯი, წარბი არ შეუხრია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics