18:35 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-22 14:11:09, 621 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - დავიცვათ წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექციის ზრდა იქნება უფრო სწრაფი და მეტ ზიანს მოგვაყენებს

ვირუსთან ადაპტაციის და მართვის ეტაპი, რომელზეც ახლა ვიმყოფებით, მოითხოვს მეტ პასუხისმგებლობას თითოეული ჩვენგანისგან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ჩვენი მოქალაქეების 90% ატარებს ნიღაბს, ინფიცირების გავრცელება 70%-ით მცირდება.

„ინფექციის შემდგომ განვითარებაზე მოგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში მსოფლიოში დამყარდა ახალი ანტირეკორდი და 400 000-ზე მეტი ინფიცირებულია მსოფლიოში და ევროპის ბევრ ქვეყანაში, ასევე საქართველოში დამყარდა ანტირეკორდი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ადაპტაციის და მართვის ეტაპი, რომელზეც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, მოითხოვს მეტ პასუხისმგებლობას თითოეული ჩვენგანისგან. საყოველთაოდ ცნობილია რამდენად ეფექტიანია ელემენტარული ნიღბის ტარება და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოქალაქეების 90% ატარებს ნიღაბს, ინფიცირების გავრცელება 70%-ით მცირდება, გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ვერავინ უფრო ეფექტური ინსტრუმენტი ვერ გამოიგონა ვიდრე ნიღაბი, სოციალური დისტანცია და ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა, ამიტომ ყველამ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და დავიცვათ ეს წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში,  ინფექციის ზრდა იქნება სწრაფი და მეტ ზიანს მიაყენებს, როგორც ჩვენს ეკონომიკას, ასევე ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ უკეთ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და პირველ რიგში, უნდა ვიზრუოთ ჩვენს ხანდაზმულ მოხუცებზე“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics