18:34 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-22 12:10:13, 506 ნახვა

კომენტარი
ხატია დეკანოიძე - ეს იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია და არ იყო ერთი მონაწილე, გარედანაც ჰყავდა მას დამხმარეები

ეს იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია და არ იყო მხოლოდ ერთი მონაწილე, გარედანაც ჰყავდა მას დამხმარეები, - ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური პასუხი გაეცა თავდამსხმელისთვის.

„ეს იყო სრული ქაოსი, გაუგებრობა და ბოლოს ეს ქაოსი დაგვირგვინდა იმით, რომ გაიტაცა ფული, მძევლები და პოლიციელები, რაც მძიმე საყურებელი იყო და გაიქცა. მე ვფიქრობ, ეს იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია და არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მონაწილე, ალბათ ესე ჩანდა, რომ გარედანაც ჰყავდა მას დამხმარეები.

სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადეკვატური პასუხი გაეცა მისთვის, კარგია ნამდვილად და ერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანია რომ მსხვერპლით არ დასრულდა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდის ბანკში 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. დღის მეორე ნახევარში, მან მძევლ;ების თავისუფლების სანაცვლოდ  ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა. მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დაახლოებით 22:00 საათზე, თავდამსხმელმა სამი მძევლის თანხლებით ბანკის შენობა დატოვა. ამ დროისთვის თავდამსხმელის ადგილსამყოფელი უცნობია.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics