|
2020-10-21 18:28:30, 788 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: 19 ადამიანია გასათავისუფლებელი, „გლავკანალი“ და „პერვიკანალი“ კი პრემიერს დანაშაულის სტატისტიკაზე ეკითხება - სირცხვილია
19 ადამიანია გასათავისუფლებელი, „გლავკანალი“ და „პერვიკანალი“ კი პრემიერს დანაშაულის სტატისტიკაზე ეკითხება - სირცხვილია, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმსარულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. აღნიშნულ ბრიფინგზე, გარდა ჟურნალისტებისა, კობახიძემ ოპოზიციაც გააკრიტიკა. „მთავარი პრობლემაა, რომ მძევლები არიან გასათავისუფლებლები და დამატებით, მნიშველოვანი პრობლემებია, თუ როგორ იქცევიან კონკრეტული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და უპასუხისმგებლო მედიასაშუალებები, ათზე მეტი განცხადება იყო პოლიტიკოსების მხრიდან, ეს იყო პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა, რაც შეეხება მედიასაშუალებებს, ერთი, რომ იყო უპასუხისმგებლო ქმედებები და კონკრეტული ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა. როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა და 19 ადამიანია გასათავისუფლებელი და თქვენი ჟურნალისტი „გლავკანალის“ და „პერვიკანალის“ ჟურნალისტი მიდის პრემიერ გახარიასთან და ეკითხება დანაშაულის სტატისტიკის შესახებ, ეს არის სირცხვილი“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)