2020-10-21 16:10:24, 590 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი შეიარაღებული პირი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვს
ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი შეიარაღებული პირი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვს.
„ადგილზე ითხოვს ამ თანხის ნაღდი სახით მოტანას“, - განაცხადა „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში ერთ-ერთმა მძევალმა, ირაკლი კვარაცხელიამ.
ამასთანავე, ბანკში შეჭრილი შეიარაღებული პირი ითხოვს, რომ ტერიტორიას პოლიციამ მოაშოროს სპეცრაზმი და მას მიეცეს გარანტია, რომ უსაფრთხოდ დატოვებს ტერიტორიას.
ამასთანავე, შეიარაღებული პირი იძლევა იქ მყოფი პირების უსაფრთხოების გარანტიას.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან