22:28 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-21 15:11:58, 637 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - საარჩევნო უბანი იქნება ბევრად უფრო უსაფრთხო, ვიდრე ბევრი სუპერმარკეტი

საარჩევნო უბანი იქნება ბევრად უფრო უსაფრთხო, ვიდრე ნებისმიერი სუპერმარკეტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდისა, ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს როგორც უნივერსიტეტების გახსნა, ასევე უნდა ჩატარდეს არჩევნებიც და ამუშავდეს ეკონომიკა.

„რაოდენობის ზრდის ფაზაში, არავის უნდა გვეგონოს რომ ეს ზრდა არ გაგრძელდება, მაგრამ რა თქმა უნდა მეგობრებო, წესების დაცვით, პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს მოხუცებულებს და მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ, უნივერსიტეტებიც უნდა გავხსნათ, არჩევნებიც უნდა ჩავატაროთ და ეკონომიკაც უნდა ავამუშავოთ, წესების დაცვით.

დარწმუნებული ვარ, იმ წესებით რომელიც შემუშავებულია ცესკოს და ეპიდემიოლოგების მიერ, საარჩევნო უბანი იქნება ბევრად უფრო უსაფრთხო, ვიდრე ბევრი სუპერმარკეტი, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნები გარდა იმისა, რომ იქნება სამართლიანი და დემოკრატიული, ეს იქნება უსაფრთხო“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics