23:03 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-21 13:03:57, 1723 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაციენტიდან 7 აჭარაში მკურნალობდა

კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაციენტიდან 7 აჭარაში მკურნალობდა, - ამის შესახებ ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, გია კიკაბიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილების ასაკი 62 წლიდან 90 წლამდე მერყეობს.

"4 პაციენტი გარდაიცვალა ბათუმის სამედიცინო ცენტრში. პაციენტების ასაკი არის 62 წლიდან 90 წლამდე - 2 მამაკაცი და 2 ქალბატონი, სუნთქვის მწვავე უკმარისობით, ორმხრივი პნევმონიით, თანმხლები დაავადებებიც ჰქონდათ პაციენტებს.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილია 3 პაციენტი, 54 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა შემოსვლისთანავე ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. 73 წლის ქალბატონი ეს იყო მწოლიარე, რომელსაც ჰქონდა თავის ტვინის მოცულობითი წარმონაქმნი, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, ესეც აპარატზე იყო და 78 წლის მამაკაცი ასევე მძიმე მდგომარეობაში იქნა მოყვანილი, ორმხრივი პნევმონიით, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე“, - განაცხადა გია კიკაბიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics