|
2020-10-21 10:08:40, 760 ნახვა
რეგიონი
კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაციას განაგრძობს. კახეთში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელზე აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობების - წყალმიმღები კვანძის, ჰიდრანტების, გამანაწილებელი და შემტბორავი ჭების, დამცლელი კვანძის მოწყობას. ამ ეტაპზე ეწყობა პოლიეთილენის სხვადასხვა დიამეტრის მილები საერთო სიგრძით 10 850 მეტრი. ჩატარებული სამუშაოები ახმეტის მუნიციპალიტეტში დამატებით 500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის რეგულარულად მორწყვას უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულებაა 1 935 879 მლნ ლარი. საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე ახმეტის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. დღეის მდგომარეობით საქართველოს მელიორაცია კახეთის რეგიონში ერთდროულად 15 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს, რომელთა დასრულების შემდეგ დამატებით 1990 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 9 300 ჰექტარზე გაუმჯობესდება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)