|
2020-10-20 15:21:23, 598 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ მომხმარებელს დისტანციური სერვისების გამოყენებას ურჩევს
„თიბისი“ მომხმარებლებს ურჩევს, ფილიალებში მისვლის ნაცვლად, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, დისტანციურად შეასრულონ საბანკო ოპერაციები. „თიბისის“ ტრანზაქციების 95% ციფრული არხების გამოყენებით ხორციელდება. შესაბამისად, ბანკს აქვს რესურსი, მომხმარებელს ონლაინ არხების საშუალებით მოემსახუროს. დისტანციური არხების - მობაილ და ინტერნეტბანკის დახმარებით შესაძლებელია შემდეგი სერვისების მიღება : · თანხის გადარიცხვა პირადი, მობილურის ან ანგარიშის ნომრით; · კომუნალური გადასახადების გადახდა ან დაჯგუფება და ერთიანად გადახდა სახლიდან გაუსვლელად; · საბანკო ბარათის შეკვეთა ან განახლება და ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე ანგარიშსწორება; · ციფრული ბარათის მომენტალური აქტივაცია და გამოყენება; · უცხოურ ვალუტაში თანხის კონვერტირება საუკეთესო კურსით; · ბარათის დაბლოკვა ან ბლოკის მოხსნა, ბარათის პინ-კოდის აღდგენა; · ბანკომატიდან თანხის განაღდება ბარათის და ბანკომატთან შეხების გარეშე, QR კოდის დასკანირებით; · საპატრულო და პარკინგის ჯარიმების გადახდა; · სესხის აღება ან დეპოზიტის გახსნა. მომხმარებლების და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა თიბისისთვის მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, არსებული გამოწვევის ფონზე, მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად ბანკმა არაერთი მომსახურება დისტანციურ რეჟიმში გადაიტანა. სერვისების გაციფრულების მიმართულებით გუნდი აქტიურად მუშაობს და მომხმარებელს მუდმივად შესთავაზებს სიახლეებს.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)