|
2020-10-20 15:10:57, 550 ნახვა
კომენტარი
არასამთავრობოები - ინფიცირებულების ზრდასთან ერთად, სახელმწიფოს უფრო მეტად უჭირს კრიზისთან გამკლავება
„ინფიცირებულების რიცხვის ზრდასთან ერთად, როგორც ჩანს, სახელმწიფოს სულ უფრო მეტად უჭირს კრიზისთან გამკლავება“, - ამის შესახებ განცხადებას 12 არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების პირობებში შესაძლებელია, მნიშვნელოვნად შემცირდეს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა. „ინფიცირებულების რიცხვის ზრდასთან ერთად, როგორც ჩანს, სახელმწიფოს სულ უფრო მეტად უჭირს კრიზისთან გამკლავება. ამ პირობებში საქართველოში დაახლოებით ორ კვირაში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. დღევანდელი მდგომარებით მოცემულობა შემდეგია: წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს თავს ვერ ავარიდებთ ხალხმრავალ შეკრებებს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ გამოცხადდა რეკომენდაციები ვირუსისგან თავის დაცვასთან დაკავშირებით, სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი არც პირბადის ტარების და არც დისტანციის დაცვის წესებს არ იცავს, რაც, ცხადია, მნიშვნელოვანი რისკის შემცველია. პოლიტიკური პარტიები აგრძელებენ წინასაარჩევნო კამპანიას, თუმცა ზოგმა მათგანმა „კოვიდ-ინფექციის" გავრცელების თავიდან არიდების მიზნით მნიშვნელოვნად შეცვალა და ზოგ შემთხვევაში, შეზღუდა წინასაარჩევნო აქტივობები. შემცირებულია ე.წ „კარდაკარების" ჩატარება და ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი თავს იკავებს ხალხმრავალი შეკრებებისგან. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების პირობებში შესაძლებელია, მნიშვნელოვნად შემცირდეს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა. ეს განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში მყოფ მოქალაქეებს ეხება. მნიშვნელოვანი გამოწვევები ექმნებათ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ყოველდღიური გამოწვევების წინაშე დგანან, სათანადო რაოდენობის დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მობილიზების კუთხით. და ბოლოს, ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ არჩევანის გაკეთება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შორის არ არის ინტერესთა დაბალანსების მართებული გზა. შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ჯგუფების მაქსიმალური ჩართულობით, ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვითა და გამჭვირვალე პროცედურებით იქნას მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)