19:32 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-20 12:43:45, 589 ნახვა

საზოგადოება
ახალი ხედვის ორთოპედიული პროდუქტები

რეაბილიტაციურ მედიცინაში სახსრების ფიქსაციისა და სწრაფი აღდგენისთვის სპეციალური ორთოპედიული პროდუქტები გამოიყენება.  ტრამვა ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება მიიღოს, ხარისხიანი ფიქსატორის გამოყენება კი უზრუნველყოფს როგორც ეფექტურ აღდგენას, ასევე სწრაფ რეაბილიტაციას. 

რა არის ორთოპედიული ფიქსატორი

ფიქსატორის დანიშნულება სახსრის ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვაა. ის უდრეკი ან/და რბილი მასალისგან მზადდება და სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებისთვის გამოიყენება. მისი საშუალებით თავიდან აიცილებთ ზედმეტ მოძრაობას, რათა ტრამვა არ გაგიუარესდეთ.  განვიხილოთ “ახალი ხედვის” რამდენიმე პროდუქტი და ის, თუ რა შემთხვევაში გამოიყენება თითოეული მათგანი: 

 

  • აქტიური ცხოვრების სტილი გაქვთ და სხვადასხვა სპორტული აქტივობებით ხართ დაკავებული? მაშინ მუხლის ფიქსატორი ზუსტად ისაა, რაც გჭირდებათ. ის მყესებს რეაბილიტაციაში ეხმარება და დამატებითი დაზიანებისგან იცავს. ამასთან, თბორეგულაციის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ოსტეოართრიტის, რევმატოიული ართრიტის, ნეკრესის ქარის სამკურნალოდ. მენისკის გახევის, წინა ჯვარედინი იოგის დაზიანების, მუხლის ბურსიტისა დროს.

 

  • ტერფის ფიქსატორის ძირითადი დანიშნულება ანატომიური მდგომარეობის შენარჩუნებაა. სასარგებლოა როგორც დაჭიმულობის, ასევე სხვადასხვა დაავადებების დროს. ერთ-ერთი მათგანი ჰალუქს ვალგუსია, რომლის დროსაც წინატერფის სახსარი გარეთ, ხოლო ფეხის დიდი თითი კი შიგნით იზნიქება. თუ ამ დაავადების მკურნალობის ქირურგიული მეთოდი გახდა საჭირო, “ახალი ხედვა” გთავაზობთ სპეციალურ ფეხსაცმელს, რომელიც წონის თანაბარ გადანაწილებას უზრუნველყოფს, თავიდან აგარიდებთ ტკივილს ოპერაციის შემდგომ პერიოდში და ხელს შეუწყობს სწრაფ რეაბილიტაციას. 

რას გვთავაზობს ახალი ხედვა?

“ახალი ხედვის” ორთოპედიული მაღაზია სხვადასხვა ბრენდის, ზომისა და  ფასის ფიქსატორებს გთავაზობთ. თითოეული მათგანი უმაღლესი ხარისხის მასალებისგანაა დამზადებული, მაგალითად: ერთ-ერთი მუხლის ფიქსატორი ორმაგად ლამინირებული  პერფორირებული ნეოპრინისგანაა შექმნილი, რომელიც ჰაერის ცირკულაციას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ფოლადის ჩანართი აქვს და გიცავთ კოლატერალური იოგების ტრავმისგან. ზედა და ქვედა ღვედი კი ფიქსაციას აუმჯობესებს.  რაც შეეხება ტერფის ფიქსატორებს, ისინი მზადდება როგორც სილიკონისგან, ასევე ელასტიური და ლამინირებული მასალებისგან. კომპანია მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებლის კომფორტზე და უმაღლესი ხარისხის პროდუქციას გთავაზობთ. ფიქსატორები შეგიძლიათ შეიძინოთ  როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ასევე ვებ-გვერდის საშუალებითაც. სასურველ პროდუქტს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მიიღებთ.  არჩევანის გაკეთებაში კომპეტენტური კონსულტანტებიც დაგეხმარებიან - როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ან საკონტაქტო ნომერზე დარეკვით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics