21:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-19 20:13:29, 696 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - რისკებს არჩევნები კი არა, არამედ საარჩევნო კამპანიაა ქმნის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თავად არჩევნები კი არა, არამენდ საარჩევნო პერიოდშ შეცავს ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით გარკვეულ რისკებს.

მისი თქით, იზრდება რისკები, იქიდან გამომდინარე, რომ სარჩევნო კამპანია ძალიან აქტიურ სტადიაშია.

"რა თქმა უნდა, არჩევნები რა თქმა უნდა ზრდის რისკებს იმ ერთი მიზეზის გამო, რომ სარჩევნო კამპანია ძალიან აქტიურ სტადიაშია. საარჩევნო კამპანია მათ შორის მოიცავს ხალხმრავალ შეკრების საჭიროებას, ამის მაგალითი რამდენიმე დღის წინ ბათუმში გვქონდა, სადაც ხალხმრავალი შეკრება ისე გაიმართა, რომ არ იყო მიღებული ელემენტარული ზომები. რა იქნებოდა, რომ ზუსტად ისეთი შეკრება გამართულიყო - ისეთივე შედეგი იქნებოდა პარტიის მხარდამჭერებისთვის ყველას ნიღაბი, რომ ჰქონოდა გაკეთებული. რა თქმა უნდა, იმ რეგულაციებს, რომელიც რბილია და არ არის დრაკონული, ყველა არ ასრულებს, მით უმეტეს, საარჩევნო პერიოდში. თვითონ არჩევნები არ ქმნის რისკებს, საარჩევნო უბნებზე ყველაფერი დალაგებულია, ისეთი ზომებია მიღებული საარჩევნო ყუთებზე პრევენციის თვალსაზრისით,რომ არავინ დაინფიცირდება. საარჩევნო პერიოდი შეიცავს რისკს“,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics