2020-10-19 17:02:40, 699 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა, ევროსთან მიმართებაში კი, გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.2117 დოლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.2186 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0069 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.7763 ლარი იქნება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.7728 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან