20:27 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-19 13:55:41, 538 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენი ექიმები თავდაუზოგავად მუშაობენ, საზოგადოების მხრიდან მეტი მხარდაჭერა და გაგება სჭირდებათ

 ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩვენი ექიმები თავდაუზოგავად მუშაობენ კოვიდთან ბრძოლაში და საზოგადოების მხრიდან მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ.

ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ბოლო 24 საათის განმავლობაში პაციენტების გადაყვანის სტატისტიკაზეც ისაუბრა.

„მინდა მოკლედ მოგაწოდოთ ის სტატისტიკა, როგორიცაა ბოლო 24 საათის განმავლობაში პაციენტების გადაყვანის შესახებ და ალბათ, ეს რიცხვები დაგარწმუნებთ იმაში, რომ ჩვენი ექიმები როგორც გაზაფხულზე, ასევე დღესაც თავდაუზოგავად მუშაოებენ. მათ ნამდვილად სჭირდებათ საზოგადოების მეტი მხარდაჭერა, გვერდში დგომა და გაგება, თუ რატომ ხდება ეს შეფერხებები, რომელიც არამხოლოდ კოვიდის პერიოდში, არამედ სხვა დროსაც გკლინიკებში ბინიდან გადაყვანა განხორციელდა 226 ჩვენი მოქალაქის, საკარანტინე ზონიდან კონტაქტებში კოვიდდადასტურებული შემთხვევებისას 19 ადამიანის გადაყვანა მოხდა კლინიკაში. ბინიდან კარანტინში გადაყვანაც არის „112“-ის მოვალეობა და მოხდა 78 პაციენტის გადაყვანა, ხოლო კლინიკიდან კარანტინში მოხდა 26 პაციენტის გადაყვანა. ასევე აღსანიშნავია, რომ იმ ახალი მოდელით, როდესაც ჩვენ კოვიდსასტუმროებში გვყავს შედარებითი მსუბუქი პაციენტები, მობილიზებულია ექიმების ჯგუფი. როდესაც პაციენტს არ ესაჭიროება სივრცეში დაყოვნება ჩვენ ისინი გადაგვყავს სასტუმროებში. 24 საათის განმავლობაში 82 პაციენტი გადავიყვანეთ კლინიკიდან კარანტინში. ჩვენ მივიღეთ 318 ცხელებიანი პაციენტი, საიდანაც კოვიდკლინიკაში მოხდა 25 პაციენტის გადაყვანა. ეს რიცხვები არის დაახლოებით 1000-მდე და მინდა დაგარწმუნოთ, ნამდვილად ვცდილობთ, რომ ჩვენს პაციენტებს ჰქონდეთ მინიმალური დაყოვნება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
მაუწყებლებს, რომლებსაც საინფორმაციო გამოშვება არ აქვთ, უცხოური დაფინანსების მიღება აღარ აეკრძალებათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics