|
2015-09-21 10:57:23, 506 ნახვა
სამხედრო
„უსაფრთხოების სფეროში თავდაცვის მართვის სემინარი“ გაიხსნა
„უსაფრთხოების სფეროში თავდაცვის მართვის სემინარი“ გაიხსნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსი 2010 წლიდან, ყოველწლიურად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში იმართება. სემინარი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ და საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ უილკესმა გახსნეს. ანა დოლიძემ კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სწავლების განმავლობაში მსმენელები დაეუფლებიან ცოდნას, რომელიც მათ დემოკრატიულ სისტემაში თავდაცვის სფეროს ეფექტურად მართვაში დაეხმარება. „თავდაცვის სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, სწორედ, საქართველო იყოს კავკასიის რეგიონში, ასევე, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის განათლების, ინოვაციის, დებატების, კრიტიკული დისკურსისა და ახალი იდეების წარმოშობის ეპიცენტრი“, - აღნიშნა ანა დოლიძემ. კურსის განმავლობაში მონაწილეები ისეთ საკითხებს გაეცნობიან, როგორიცაა: რეგიონული უსაფრთხოება, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა, თანამედროვე შეიარაღებული ძალების როლი, გარდამავალი დემოკრატიების მართვა და გამჭვირვალობა. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ასევე შეისწავლიან მედიასთან ურთიერთობის საკითხებს, უწყებათაშორის თანამშრომლობის პრინციპებს და სტრატეგიულ მართვას. კურსის 27 მონაწილე უსაფრთხოების სფეროში თავდაცვის მართვის ბრიტანულ გამოცდილებას გაიზიარებს. მონაწილეებს შორის არიან თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო და სამხედრო სექტორის თანამშრომლები უსაფრთხოების სფეროში, ასევე მათი კოლეგები უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან. კურსს კრენფილდის უნივერსიტეტისა და სამხედრო აკადემიის ლექტორები, ლორა კლერი და ვიცე-პოლკოვნიკი ჯემი ჰართლი უძღვებიან. უსაფრთხოების სფეროში თავდაცვის მართვის სემინარი 2 ოქტომბერს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)