|
2020-10-19 13:40:59, 554 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - წერტილოვანი შეზღუდვები, დისციპლინა და წესების დაცვა არის გასაღები, რომელიც გვიტოვებს შესაძლებლობას, ეკონომიკა კი არ გავანადგუროთ, არამედ, პირიქით, გავაძლიეროთ
წერტილოვანი შეზღუდვები და დისციპლინის და მკაცრი წესების დაცვა, რაც არის პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ეს არის ის გასაღები, რომელიც ჩვენ გვიტოვებს შესაძლებლობას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვირუსთან თანაცხოვრების გზით, ჩვენი ეკონომიკა არ გავანადგუროთ და პირიქით, გავაძლიეროთ, ეს არის, რაზეც უნდა შევთანხმდეთ და ამ შეთანხმების შემდგომ უნდა გვესმოდეს, რომ არანაირი პანიკის საფუძველი, ვაიპოლიტიკოსების და ვითომ ექსპერტების მხრიდან არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვირუსის გავრცელების ტემპის შესამცირებლად ყველაფერი კეთდება, თუმცა ამის მიუხედავად, შემთხვევების მატება იქნება. „ასეთი მატება იყო მოსალოდნელი და ყოველთვის ვამბობდით, რომ მეორე ტალღის პირობებში ინფიცირებულების ზრდა იქნება, თუმცა ჩვენ ამ ზრდის რესურსი გაგვაჩნია. დღეს ჯანდაცვის სისტემა უფრო მომზადებულია, ვიდრე იყო 6-7 თვის წინ, თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რესურსები ამოუწურავი არ არის. პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეთ ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას. წერტილოვანი შეზღუდვები და დისციპლინის და მკაცრი წესების დაცვა, რაც არის პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ეს არის ის გასაღები, რომელიც ჩვენ გვიტოვებს შესაძლებლობას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვირუსთან თანაცხოვრების გზით, ჩვენი ეკონომიკა არ გავანადგუროთ და პირიქით, გავაძლიეროთ. ეს არის, რაზეც უნდა შევთანხმდეთ და ამ შეთანხმების შემდგომ უნდა გვესმოდეს, რომ არანაირი პანიკის საფუძველი, ვაიპოლიტიკოსების, და ვითომ ექსპერტების მხრიდან არ არსებობს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)