12:55 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-19 12:52:42, 1682 ნახვა

ომი უკრაინაში
ნათია მეზვრიშვილი - მიუხედავად შემთხევვების ზრდისა, მთავარობა წარმატებით მართავს ვირუსს

დღეს ჯანდაცვის სისტემა მზად არის იმისთვის, რომ ეპიდვითარება, რაც ქვეყანაში გვაქვს, ამას გაუძლოს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად ჯანდაცვის სისტემის მზაობისა, რესურსები ამოუწურავი არ არის და თითოეულმა მოქალაქემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.

„როდესაც ვსაუბრობთ სისტემის მზაობაზე, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ არ ვაწესებთ მკაცრ შეზღუდვებს და არ ვაცხადებთ საგანგებო მდგომარეობას და ეს არც იგეგმება.

თუმცა აქვე ვამბობთ, რომ ჯანდაცვის რესურსები ამოუწურავი არ არის. დღეს იყო 919 შემთხვევა და ალბათ უახლოესი დღეების განმავლობაში შესაძლოა ეს ციფრი 1000-ს გადასცდეს. ამისთვისაც მზად არის დღეს ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ რესურსები ამოუწურავი არ არის და ამიტომ ვამბობთ, რომ  პასუხისმგებლობა არის თითოეულ ჩვენგანზე. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობა მთავრობის პასუხისმგებლობა გახლავთ ვირუსის მართვა და ამას მთავრობა წარმატებით უმკლავდება, მიუხედავად შემთხვევების ზრდისა. მთავრობამ თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს, მაგრამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა შეასრულონ მოქალაქეებმა, ორგანიზაციებმა, ბიზნესმა.

გვაქვს ორი არჩევანი - დავიცვათ წესები, ვირუსთან თანაცხოვრებას მივეჩვიოთ იმ პირობებში, როცა სისტემა ამისთვის მზად არის და მეორე - შემოვიღოთ მკაცრი შეზღუდვები. ამის რესურსი ქვეყანას არ გააჩნია, იმიტომ, რომ ჩვენი უმთავრესი მიზანი ადაპტაციის და მართვის ეტაპზე გახლავთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რომელიც შეუძლებელი იქნება, თუ ჩვენ წესებს არ დავიცავთ", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics