15:59 - 28 Oct, 2026
|
2020-10-16 16:56:55, 577 ნახვა
ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკმა წყალმომარაგების სექტორის განვითარებისთვის საქართველოს 133 მლნ ევრო გამოუყო
დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა შეინ როზენტალმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის „წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის თაობაზე". პროგრამის ფარგლებში, ADB გამოყოფს ფინანსურ რესურსს 115,3 მლნ ევროს ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს და თანხა პირდაპირ მიიმართება ბიუჯეტში. პროგრამა, ასევე, მოიცავს საინვესტიციო კომპონენტს, რომლის ფარგლებშიც დაფინანსება 17,7 მლნ ევროს შეადგენს.
პროგრამის მიზანია, წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მართვისა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაუმჯობესება.
პროექტი მოიცავს ქალაქად და სოფლად წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაძლიერებას, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიის მენეჯმენტის ეფექტურობისა და მართვის გაუმჯობესებას. რაც შეეხება საინვესტიციო კომპონენტს, პროგრამა ითვალისწინებს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ქალაქ თელავში.
აღნიშნული შეთანხმებების გაფორმება, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა შეინ როზენტალმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის „წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის თაობაზე". პროგრამის ფარგლებში, ADB გამოყოფს ფინანსურ რესურსს 115,3 მლნ ევროს ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს და თანხა პირდაპირ მიიმართება ბიუჯეტში. პროგრამა, ასევე, მოიცავს საინვესტიციო კომპონენტს, რომლის ფარგლებშიც დაფინანსება 17,7 მლნ ევროს შეადგენს.
პროგრამის მიზანია, წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მართვისა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაუმჯობესება.
პროექტი მოიცავს ქალაქად და სოფლად წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაძლიერებას, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიის მენეჯმენტის ეფექტურობისა და მართვის გაუმჯობესებას. რაც შეეხება საინვესტიციო კომპონენტს, პროგრამა ითვალისწინებს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ქალაქ თელავში.
აღნიშნული შეთანხმებების გაფორმება, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)