20:23 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-15 22:34:26, 546 ნახვა

საზოგადოება
ზოოლოგიური კვლევითი ჯგუფის წევრი: გვაქვს შესაძლებლობა, რომ მთაწმინდის ფერდზე საკმაოდ მაღალი ბიომრავალფეროვნების მქონე სარეკრეაციო ზონა გვქონდეს

მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციის შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ეკოლოგიურად ჯანსაღი, მაღალი ბიომრავალფეროვნების მქონე სარეკრეაციო ზონა შეიქმნება, - ამის შესახებ ზოოლოგიური კვლევითი ჯგუფის წევრმა, ეკოლოგიის მაგისტრმა, ნიკოლოზ ქერდიყოშვილმა თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ზოოლოგიური კვლევის მიზანი აღნიშნულ საპროექტო ტერიტორიაზე, ზოოლოგიური თვალსაზრისით არსებული ბიომრავალფეროვნების შეფასება იყო.

„ასევე, მნიშვნელივანი იყო, მოგვეძიებინა ის სახეობები, რომელიც ამ ტერიტორიაზე ისტორიულად იყო გავრცელებული, თუმცა დღესდღეობით, გადაშენებულია. კვლევა ჩატარდა, როგორც ტრანსექტული გადაადგილების, ასევე, წერტილოვანი აღრიცხვის მეთოდით. გამოვიყენეთ ფოტოხაფანგები, რამაც საკმაოდ საინტერესო ფოტომასალა მოგვცა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ჯამში, ფაუნის 300-ზე მეტი წარმომადგენელი გვხვდება, რაც მოიცავს ძუძუმწოვრებს, ფრინველებს, რეპტილიებს, ამფიბიებს და მწერებს. ამ პატარა ტერიტორიისთვის ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. აღნიშნულ ტერიტორიაზე გვხვდება 30 სახეობის ძუძუმწოვარი, მათ შორის, „წითელი ნუსხის“ სამი სახეობა. ფრინველების კუთხით, რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება - 110 სახეობის ფრინველი. მათ შორის, 11 არის „წითელი ნუსხით“ დაცული“, - განაცხადა ნიკოლოზ ქერდიყოშვილმა.

 

მისივე თქმით, კვლევის შედეგად, გამოვლინდა ფრინველთა ისეთი სახეობები, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ისტორიულად ბინადრობდა. კერძოდ, კაკაბი, ხოხობი და გნოლი, რომელთა აღდგენა და რეინტროდუქცია მცირე ხელშეწყობის პირობებში, შესაძლებელი იქნება.

„საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ გვაქვს იმის შესაძლებლობა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ეკოლოგიურად ჯანსაღი, საკმაოდ მაღალი ბიომრავალფეროვნების მქონე სარეკრეაციო ზონა გვქონდეს“, - აღნიშნა ნიკოლოზ ქერდიყოშვილმა. 

მთაწმინდის პარკში დღეს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის მიზანია, არსებული ტერიტორიის ლანდშაფტი ოთხივე სეზონზე იყოს გათვლილი. ის ითვალისწინებს, როგორც ტურისტული, ისე სპორტული საფეხმავლო ბილიკების მოწყობას; ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის გათვალისწინებული იქნება სამთო ველოსიპედებისა და სხვა სპორტული აქტივობებისთვის გზები; მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები, საპიკნიკე ადგილები, სანაგვე ურნები და გარე განათების სისტემები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
მაუწყებლებს, რომლებსაც საინფორმაციო გამოშვება არ აქვთ, უცხოური დაფინანსების მიღება აღარ აეკრძალებათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics