21:53 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-15 17:09:04, 715 ნახვა

რეგიონი
ომარ ტაკიძემ სამუშაო თათბირი გამართა

შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან და განყოფილებების უფროსებთან თათბირი გამართა

. თათბირის მუშაობაში მონაწილეობა მერის მოადგილე რუსუდან შავაძე.

შეხვედრაზე ხელმძღვანელმა პირებმა სამსახურის უფროსების მიერ 9 თვის ანგარიში მოისმინეს გაწეული სამუშაოების შესახებ. ისაუბრეს მიმდინარე საკითხებთან ერთად სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებზე.

ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული ღონისძიებების, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობაზე და მშენებლობის განსაზღვრულ ვადებში განხორციელების საკითხებზე.

აღინიშნა, რომ მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით აქტიურად მიმდინარეობს. შესაბამის სამსახურებს მიეცათ დავალებები 2021 წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისა და პროექტების შესყიდვასთან დაკავშირებით დროულად მოამზადონ შესაბამისი დოკუმენტაცია.

თათბირზე სხვა შემხვედრ საკითხებთან ერთად განიხილეს ეპიდემიოლოგიური ვითარება მუნიციპალიტეტში და მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხები.

 
 
 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics