07:41 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-15 10:00:51, 530 ნახვა

ეკონომიკა
30 წლიანი პაუზის შემდეგ, სოფლებში, ხიხანსა და შაუმიანში სარწყავი სისტემა ამოქმედდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი  კომპანიის „საქართველოს მელიორაცია“ დირექტორთან, დავით წითლიძესთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონის სოფლებში, ხიხანსა და შაუმიანში სარწყავი სისტემის  სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

„სამელიორაციო-საირიგაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში, კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებშიც კი,  შეუფერხებლად მიმდინარეობდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენ  ქვემო ქართლის რეგიონში დავიწყეთ  სრულდება, რაც, დამატებით, 1000 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის წყალუზრუნველყოფის   საშუალებას მოგვცემს. ამ ეტაპისთვის, მთლიანად ქვემო ქართლში,  20 000 ჰექტარზე მეტი ფართობი ირწყვება. წლიდან წლამდე, წყალუზრუნველყოფილი ტერიტორიები როგორც ქვემო ქართლში, ისე საქართველოს სხვა რეგიონებში იზრდება, რაც ახალ შესაძლებლობებს აჩენს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის არსებობის გარეშე, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილებების პირობებში, თანამედროვე სოფლის მეურნეობა, რომელიც პირდაპირ კავშირშია წყლით უზრუნველყოფასთან, ვერ განვითარდება. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ სარწყავი და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც ჩვენი მომდევნო ოთხი წლის მნიშვნელოვანი გეგმა და პრიორიტეტია“, -აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სოფლებში ხიხანსა და შაუმიანში სამელიორაციო ინფრასტრუქტურა 3 ათეული წელია არ ფუნქციონირებს. „საქართველოს მელიორაციის“ მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით, მარნეულის მუნიციპალიტეტში   1000 ჰექტარზე მეტი   სასოფლო-სამეურნეო  მიწის ფართობი მოირწყვება.   

აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა სატუმბი სადგურების მშენებლობა,  სადაწნეო მილსადენების, წყალგამანაწიებელი კვანძების, წყალშემკრებებისა და სხვა სამელიორაციო ნაგებობების მოწყობა. ამ ეტაპზე, რეაბილიტაცია  უტარდება ხიხანისა და შაუმიანის სარწყავ არხებს.   პროექტის ჯამური ღირებულებაა   3 659 900 ლარს შეადგენს. 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშოები 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics