|
2020-10-13 18:00:21, 453 ნახვა
საზოგადოება
გლდანის ხევის N6–6ა კორპუსებთან წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაო ხორციელდება. მათ შორის, გლდანის ხევის N6–6ა კორპუსებთან წითელ ხაზებში არსებული წყალარინების შიდა და გარე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ორივე კორპუსის ყველა სადარბაზოში განხორციელდება. ახალი ქსელი დაახლოებით, 530 გრძივ მეტრზე მოეწყობა და გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 115 000 ლარი დაიხარჯება. პროექტი გამგეობის მხრიდან 100 %-ით ფინანსდება. ამხანაგობა კი, სამუშაოების ხუთ პროცენტს საკუთარ ანგარიშზე ათავსებს, რასაც საკუთარი ამხანაგობის კეთილდღეობას მოახმარს. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)