|
2020-10-13 11:30:43, 492 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით აბაშაში სათბურები აშენდა
„საქართველოს ბანკი“ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ამჯერად აბაშის რაიონის სოფელ, გაღმა ზანათში სამი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სათბური აშენდება. აღნიშნული სამი სათბურიდან ერთ სათბურში საშუალოდ 4000 ძირი მარწყვი გაშენდება. წლის განმავლობაში საშუალოდ 2400 კგ მარწყვის მოსავალს ელოდებიან. მისი რეალიზაცია ბათუმსა და თბილისში მოხდება. დანარჩენ ორ სათბურში გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზე მეწარმე კიტრისა და პომიდვრის მოყვანას გეგმავს. 800 ძირი ბოსტნეულისგან 2000 კგ კიტრისა და ამდენივე პომიდვრის მოსავალს ელოდებიან. პროდუქტის რეალიზაცია სამტრედიაში, აბაშაში და ზუგდიდში მოხდება. ზამთრის სეზონზე ორ სათბურში მეწარმე 400 კგ სალათის ფურცლის მოყვანას გეგმავს, რომლის რეალიზაციაც ბათუმსა და თბილისში მოხდება. პროექტის განსახორციელებლად ბანკმა 30,500 ლარის ინვესტიცია გამოყო. სათბურების მშენებლობა დასრულებულია, მიმდინარე წლის ნოემბრიდან სათბური სრული დატვირთვით ამუშავდება. პროექტის ფარგლებში 6 ადამიანია დასაქმებული. „სასიხარულოა, რომ „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით აბაშაში სამი თანამედროვე სტანდარტის სათბური აშენდა. მსგავსი პროექტების განხორციელებაში წვლილის შეტანა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი ინიციატივების ხელშეწყობით შევძლებთ როგორც მცირე ბიზნესების, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამასთან, ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)