2020-10-12 17:01:39, 561 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.2197 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.2172 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.8002 ლარი იქნება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.7966 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან