21:52 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-11 16:09:03, 721 ნახვა

რეგიონი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ბილიკების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის ტერიტორიაზე ახალი სალაშქრო ბილიკის შექმნასა და არსებული ბილიკების ქსელის რეაბილიტაციას ახდენს. ბილიკების მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ვალერიან მჭედლიძემ დაათვალიერა.

„37 კილომეტრი სიგრძის საერთაშორისო სტანდარტის ბილიკი ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად იქნება მარკირებული. ბილიკის მოსაწყობად 350 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება. ბილიკის გასწვრივ დამონტაჟდება საინფორმაციო დაფები, მოეწყობა ეკოტურისტული კოტეჯები, საპიკნიკე და ცეცხლის დასანთები ადგილებით. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის ნაწილში, ჯამში, 100 კილომეტრამდე სიგრძის ბილიკების რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ჩამოსულ ვიზიტორს, გარდა განახლებულ აბასთუმანში დასვენებისა, საშუალება ექნება იმოგზაუროს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიაზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში და აღმოაჩინოს უნიკალური ქართული ბუნება“, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ვალერიან მჭედლიძემ.

ახალ წრიულ ბილიკზე მოგზაურობა აბასთუმნის სარეინჯეროდან დაიწყება, გადაინაცვლებს მთა დიდმაღალზე და მთა ნასაბაჯვარს გადაკვეთს. საშუალო სირთულის, 37 კილომეტრიან ბილიკზე მოგზაურობა როგორც ფეხით, ისე ცხენით იქნება შესაძლებელი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics