|
2020-10-09 14:46:07, 637 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით სოკოს წარმოება ფართოვდება
„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, აბაშის რაიონის სოფელ მარანში, სოკოს მეურნეობა გაფართოვდა. პროექტი გამორჩეულია იმით, რომ მეწარმეს სოკო ნამჯისგან დამზადებულ ტომრებზე მოყავს. პროექტის ფარგლებში ფერმის კაპიტალური შენობა აშენდა, რისთვისაც ბანკმა 30,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო. ობიექტი 2016 წლიდან ფუნქციონირებს, წარმოებაში ამჟამად 5 ადამიანია ჩართული. სოკოს რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე, როგორც საცალო მაღაზიებში, ასევე, რესტორნებსა და სხვადასხვა კვების ობიექტებში. „საქართველოს ბანკი კვლავ აგრძელებს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. სასიხარულოა, რომ ჩვენი ჩართულობით აბაშის სოფელ მარანში სოკოს წარმოება ფართოვდება. ბანკის მიერ აღნიშნული პროექტის მხარდაჭერა მოტივირებული იყო როგორც ადგილობრივი ბიზნესების წახალისების მიზნით, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივით. გვჯერა, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)