|
2020-10-09 13:28:16, 783 ნახვა
რეგიონი
შრომის ინსპექტირების ჯგუფმა ქუთაისში 5 სავაჭრო მოლი დააჯარიმა
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე ქუთაისში საზედამხედველო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა იმერეთის რეგიონში არსებული ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულება განიხილეს. შრომის ინსპექტირების ჯგუფმა ქუთაისში 5 სავაჭრო მოლი დააჯარიმა. მიზეზი ახალი რეგულაციების შეუსრულებლობაა. გარდა ამისა, შემოწმების შედეგად უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის გამო გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებს. „ქალაქ ქუთაისში, მონიტორინგის ფარგლებში ინსპექტირების პროცესი გრძელდება. შევამოწმეთ სავაჭრო მოლები, სადაც დარღვევები დაფიქსირდა. ადგილზე არ ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები, არ ხდება ტემპერატურის სკრინინგი. სწორედ ამიტომ , 5 სავაჭრო ობიექტი დავაჯარიმეთ. მონიტორინგი გრძელდება ბაზრების ტერიტორიაზეც. ჩვენ ვაძლევთ გაფრთხილებებს და მოქალაქეებს , რეკომენდაციების დაცვისკენ მოვუწოდებთ“, - განაცხადა ბექა ფერაძემ. შრომის ინსპექცია მოქალაქეებს და ბიზნეს სექტორს იმ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რომელიც ბიზნესის აქტიური მხარდაჭერითაა შემუშავებული . შეხვედრას შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი , იმერეთის გუბერნატორის მოადგილე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე და იმერეთის რეგიონის უფროსი ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)