2020-10-09 12:26:02, 563 ნახვა
საზოგადოება
თბილისში დღეს ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ჩამოდის
დღეს თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი გერმანიიდან ჩამოდის.
მუხთარლის ადვოკატის განცხადებით, ჟურნლისტი საქართველოს პროკურატურისათვის ჩვენების მიცემას გეგმავს.
„ის უშულოდ გამომძიებელს მოუყვება დანაშაულის დეტალების შესახებ, მიუთითებს ადგილს საიდანაც მისი გატაცება მოხდა“, - აცხადებს ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი „მთავართან“ საუბრისას.
ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნლისში საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ედავება.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან