|
2020-10-09 10:39:18, 597 ნახვა
ეკონომიკა
სოფელ კუმისში „თიბისი“ მხარდაჭერით რძის საწარმო აშენდა
გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისში ფერმერმა ჯემალ ფალავანდიშვილმა რძის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა. „თიბისის“ მხარდაჭერით მშენებლობა პანდემიის პერიოდში დაიწყო, ფერმერი საწარმოს გახსნას ნოემბერში გეგმავს. თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით საწარმოში 5 ტონამდე რძე გადამუშავდება და პირველ ეტაპზე ორი სახეობის ყველი დამზადდება. ფერმერი ყველის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე აპირებს. „რძის გადამამუშავებელი საწარმოს გაკეთებამდე რეალიზაციის პრობლემამ მიმიყვანა, რომელსაც მე პირადად ვაწყდებოდი. დაახლოებით, 20 წელია ამ საქმეს ვემსახურები, მაქვს ფერმა, სადაც 30 სული საქონელი მყავს და ხშირად მექმნებოდა რძის ჩაბარების პრობლემა. საწარმოს ამუშავებით, მე ვფიქრობ, ადგილობრივებსაც მოუგვარდებათ რძის რეალიზაციის პრობლემა და მომხმარებელს კი, თანამედროვე სტანდარტებით დამზადებულ პროდუქციას მივაწვდით“, - ამბობს რძის საწარმოს დამფუძნებელი და დირექტორი ჯემალ ფალავანდიშვილი. საწარმო რძეს მეზობელი სოფლების ფერმერებისგანაც შეიძენს. სამომავლოდ კი, დაგეგმილია წარმოების გაფართოება და პასტერიზებული რძის და ხაჭოს ნაწარმის გამოშვება.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)