23:18 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-08 17:57:15, 673 ნახვა

რეგიონი
თამაზ ტატანაშვილი და დავით ლეონიძე იმ სტუდენტებს შეხვდნენ, რომლებმაც ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია მოიპოვეს

დღეს კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ტატანაშვილი და  საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძე იმ სტუდენტებს შეხვდნენ, რომლებმაც ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია მოიპოვეს.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა წარმატებულ სტუდენტებს დამსახურებული სტიპენდია მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.

2019 წელს კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარჩინებული  სტუდენტებისთვის დააწესა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული კასპის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია.

შეხვედრის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი დაღუპული გმირის  ხსოვნას. სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს არამარტო სტიპენდიისთვის, არამედ საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მედალოსნების ყოველწლიური ჯილდოსთვის. გამოითქვა სურვილი ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღეზე 20 დეკემბერს - მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად ერთობლივად მივიდნენ მის საფლავზე.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics