|
2015-09-18 16:13:46, 469 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა: ივანიშვილს ჩემი დაკავების შესახებ პატაკი მზის ჩასვლამდე უნდა ჩააბარონ, მერე იძინებს
„თბილსერვის ჯგუფისა“ და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე სასამართლო პროცესი საათნახევარში განახლდება. მოსამართლემ გიგი უგულავას საბოლოო სიტყვის მოსამზადებლად საათნახევარი მისცა, უგულავა კი, პროცესის 1 კვირით გადადებას ითხოვდა. აქედან გამომდინარე, როგორც უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესის განახლების შემდეგ საბოლოო სიტყვის თქმას არ აპირებს. უგულავას თქმით, თუ კი მოსამართლე გადაწყვეტილებას დღესვე, მისი საბოლოო სიტყვის თქმის გარეშე გამოიტანს, ეს უპრეცედენტო შემთხვევა იქნება. უგულავას შეფასებით, ამით დადასტურდება, რომ ბრალდებულის დასკვნით სიტყვას სასამართლოში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. „თუ სასამართლო დღესვე გამოიტანს განაჩენს, ეს უპრეცედენტო იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ დასკვნით სიტყვას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მე მოვითხოვე ერთი კვირა, რეპლიკების სტადიის შემდეგ საბოლოო სიტყვის სათქმელად. პროკურატურას რეპლიკები არ ჰქონდა. თქვენ გინახავთ პროკურატურა, რომელიც ამ უფლებით არ სარგებლობს? ამის კოლეგა პროკურორი გუშინ რწყილს აკავებდა. ამიტომ, ეს ერთადერთ რამეს ემსახურება – მზის ჩასვლამდე ივანიშვილს პატაკი ჩააბარონ. მზის ჩასვლამდე იმიტომ, რომ მერე იძინებს. ამ პატაკის ჩაბარება არის ის, რომ უგულავა დაბინავდება იქ, სადაც იყო აქამდე. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის ქართული ვარიანტია, გამოცხადების დაჭერის ქრონიკა“, – განაცხადა უგულავამ და აქვე დასძინა, რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც არ გამორიცხავს, რომ „მოსამართლემ სახე შეინარჩუნოს და პროცესი ერთი კვირით გადადოს“.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)