09:13 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-08 16:05:49, 559 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ვაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან, რათა საქართველოში საქმიანობის გადმოტანით უფრო მეტი გლობალური კომპანია დაინტერესდეს

„გლობალური პანდემიის პირობებში, მაქსიმალურად ვმუშაობთ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, რადგან საქართველო მსოფლიო კრიზისის მიუხედავად, უცხოელი ინვესტორებისთვის  ერთ-ერთი მიმზიდველი პლატფორმაა როგორც უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო რეიტინგებში ბიზნესგარემოს კუთხით ბევრ პოზიციაში ლიდერობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა ნათია თურნავამ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითა და USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობენ წარმატებული საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები ბელგიიდან და აშშ-დან. 

ნათია თურნავას განცხადებით, საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან მჭიდრო კომუნიკაცია მიმდინარეობს, რათა საქართველო, რომელიც პრაქტიკულად უკვე გაჩნდა საერთაშორისო კომპანიების რუკაზე, მომავალში უფრო აქტიურად გაჩნდეს იმ კომპანიების რუკაზეც, ვინც თავისი საქმიანობისა და მიწოდებათა ჯაჭვის გეოგრაფიის შეცვლაზე ფიქრობს.

„საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების მომსახურებას მსოფლიოს წამყვანი გლობალური კომპანიები იყენებენ. ეს ადამიანები ჩამოდიან ჩვენთან, ეცნობიან საქართველოს შესახებ ინფორმაციას და  რჩევას აძლევენ თავიანთ კლიენტებს, წარმატებულ კომპანიებს მთელ მსოფლიოში, რომ თუ ისინი წარმოების ან საქმიანობის სხვა ქვეყანაში გადატანას ფიქრობენ, საქართველო არის ერთ-ერთი მიმზიდველი ლოკაცია. მოხარული ვარ, რომ ბელგიიდან და აშშ-დან ჩამოსული კონსულტანტები ძალიან  პერსპექტიულად უყურებენ საქართველოში მსხვილი უცხოური კომპანიების გადმოყვანას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოში მყოფი ლოკაციების კონსულტანტებისთვის ეწყობა გაცნობითი ტური, რომლის ფარგლებშიც ისინი შეხვდებიან საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებს. შედეგად, სტუმრებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ სიღრმისეული ინფორმაცია საქართველოში ინვესტიციის პოტენციალზე და წარმატებული პროექტების შესახებ შეიტყონ.

საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები ქვეყანას სტუმრობენ, როგორც  ტრანსნაციონალური საინვესტიციო სააგენტოების - Location Perspectives და AngelouEconomics-ის წარმომადგენლები. მათ საერთაშორისო კომპანიებთან და საჯარო სტრუქტურებთან საინვესტიციო პროექტების კუთხით თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics