|
2020-10-08 16:01:40, 629 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ბანკების წარმომადგენლებთან განვიხილეთ სესხების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა
„მქონდა ონლაინ შეხვედრა ქვეყნის წამყვანი ბანკების მაღალი რანგის მენეჯმენტთან, სადაც განვიხილეთ შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია ტურიზმის სექტორისა და მცირე სასტუმროებისთვის", - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ხელისუფლება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში პირველივე დღიდან მხარში უდგას ტურისტულ ბიზნესს - ეს არის არის პროგრამა „აწარმოე საქართველოში", სადაც რამდენიმე მიმართულებით ხდება დახმარება, მათ შორისარის მცირე და საშუალო სასტუმროების საბანკო სესხების სუბსიდირება, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაფართოვდა, თუმცა, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობას კარგად ესმის, რომ განსაკუთრებით მცირე და საშუალო სასტუმროებს დაუდგათ პრობლემა. „მოხარული ვარ, რომ ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რა თქმა უნდა, თითოეული კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით, რადგან არის სხვადასხვა გარემოება, რაც მნიშვნელოვანია ბანკისთვის, მაგრამ მთლიანობაში არის მზადყოფნა, რომ როდესაც მათ მიმართავენ სასტუმროები, განიხილონ სესხების რესტრუქტურიზაცია. პარალელურად, ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში" მორგებულია წლევანდელ გამოწვევებზე, რადგან ახალი საჭიროებები გაჩნდა პანდემიიდან გამომდინარე. ჩვენ აქამდეც ვახდენდით ამ პროგრამის მოდიფიკაციას და ახლაც პროცესში ვართ - კიდევ ხომ არ გავაკეთოთ პროგრამის მოდიფიკაცია, რომ სასტუმროებისთვის ამ პროგრამის დახმარება გავზარდოთ", - განაცხადა ეკონომიკის მინიტრმა. ნათია თურნავას შეფასებით, ადგილობრივი ტურიზმის გახსნის წყალობით, მეტ-ნაკლებად ზაფხულის სეზონმა გარკვეული შვება მიანიჭა ტურიზმის სექტორს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან პანდემია, ეს გამოწვევა გრძელდება და ხელისუფლებას ესმის, რომ ტურიზმის სფეროში არსებობს პრობლემები, განსაკუთრებით რეგიონებში. „მთავრობა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს სასტუმრო ინდუსტრიას და ამჯერადაც არ დატოვებს უყურადღებოდ ახალ პრობლემებს, თუკი ისინი წარმოიქნება" - აღნიშნა მინისტრმა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)