|
2020-10-08 13:10:16, 622 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით სოფელ საჯავახოში ფერმა აშენდა
„საქართველოს ბანკი“ სოფლის მეურნეობის წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით სამტრედიის რაიონში, სოფელ საჯავახოში საქონლის ფერმა აშენდა. პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მხირად 60,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსება 30 სულზე გათვლილ, კაპიტალური ფერმისა და დამხმარე შენობა-ნაგებობის აშენებას მოხმარდა. ფერმერი აწარმოებს ყველს და ხორცს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე ფუნციონირება დაიწყო რესტორანმა, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან სტუმრებს წარმოებული რძითა და ხორცით უმასპინძლდება. მეწარმე უახლოეს მომავალში ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოვებას და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მაღაზიის გახსნასაც გეგმავს. „მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით სამტრედიაში სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო ვითარდება. საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის მხარდაჭერა ერთერთი უცვლელი პრიორიტეტია. ამჯერად ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით სამტრედიაში საქონლის ფერმა და სასაუზმე რესტორანი გაიხსნა. მიგვაჩნია, რომ ასეთი ინიციატივების მხარდაჭერა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც აგრო სექტორის, ასევე რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)