20:30 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 15:54:33, 544 ნახვა

სამართალი
ლაშა მახარაძის დედა დარწმუნებულია, რომ სასამართლო ოქროპირიძეს არ გაათავისუფლებს

ლაშა მახარაძის დედა ნინო დიდებულიძე დარწმუნებულია, რომ მოსამართლე მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს არ გაათავისუფლებს.

როგორც დიდებულიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, ოქროპირიძის შემთხვევა, გიგი უგულავას საქმისგან  რადიკალურად განსხვავებულია.

„ოქროპირიძის შემთხვევა, სხვა შემთხვევაა. ის არის ჩვეულებრივი მკვლელი, 2 კაცი ჰყავს მოკლული და რამდენიმე დაჭრილი. ეს ადამიანი ისე არ გაჩერდება. მაგას სისხლი სწყურია. ეს იცის მთელმა საქართველომ და მოსამართლესაც ეცოდინება. მოსამართლე არ დაუშვებს, რომ ოქროპირიძე გარეთ გამოვიდეს, ეს დაუშვებელია“, – განაცხადა ნინო დიდებულიძემ.

ცნობისთვის, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის ოჯახმა საქალაქო სასამართლოს მისი გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.

როგორც ცნობილია, ოქროპირიძის შემთხვევაში წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა გასულია.

ოჯახის წევრების თქმით, თუ კი გიგი უგულავა გაათავისუფლეს, ოქროპირიძის გათავისუფლებაც უნდა მოხდეს.

პროცესი საქალაქო სასამართლოში 15:00 საათისთვის ჩაინიშნა, სადაც მოსამართლემ ქოროპირიძის პატიმრობიდან გათავისუფლების შამდგომლობაზე უნდა იმსჯელოს.

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე გასული წლის 13 სექტემბერს დააკავეს. 9 თვიანი პატიმრობის გასვლის შემდეგ, მას ახალი ბრალი, ცრუ დასმენისთვის წაუყენეს.

ამ ბრალდებაზე  ოქროპირიძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 12 ივნისს შეუფარდა.

შეგახსენებთ, ლაშა მახარაძე 2014 წლის 2 სექტემბერს ვაკეში მოკლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics