|
2015-09-18 15:23:01, 767 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი „ბათუმი 2015“ გაიხსნა
ბათუმში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი „ბათუმი 2015“ გაიხსნა, რომელსაც 15 ქვეყნის საინვესტიციო წრეების 250–ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიმართა. „მიმდინარე ფორუმზე ჩვენ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულ პირებს შევთავაზებთ იმ ინსტრუმენტებს, რომელიც ქვეყანაში ამ მიმართულებით გაგვაჩნია. ასევე დეტალურად იქნება განხილული დაფინანსების ხელმისაწვდომობის საკითხები და ის პოტენციალი, რომელიც აქვს როგორც აჭარის რეგიონს, ისე მთლიანად ქვეყანას" - განაცხადა ქუმსიშვილომა. ინვესტორებთან შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსა და ამ კუთხით არსებულ დადებით ტენდენციებზე ისაუბრა. კერძოდ, საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში 189 ქვეყანას შორის მე–15 ადგილზეა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარე ფაქტორებით წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, 2014 წელს საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 4.7 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება 2015 წელს, მთავრობა ამ მაჩვენებლის, მინიმუმ 2–პროცენტიან ზრდას ელის. დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის საკითხზე. 2015 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 530 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5 %-ით მეტია. მთლიანი მოცულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ტრანსპორტის, კავშირგამბულობის, საფინანსო და მრეწველობის სექტორებში. მინისტრმა ასევე დიდი ყურადღება დაუთმო საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდის ტენდენციას. კერძოდ, 2015 წლის 8 თვის მონაცემებით საქართველოს 4 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის მაჩვენებლზე 6 %-ით მეტია. საუბრის თემა იყო ახალი ინიციატივაც, რომელიც რეგიონებში სასტუმროების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
The Sun: ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, სავარაუდოდ, კომაში ჩავარდა და ჩინეთში ჰოსპიტალიზებულია
Galt & Taggart-მა აჭარის ეკონომიკისა და სექტორული ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა
პენტაგონის ხელმძღვანელმა ისრაელში ნეთანიაჰუსთან საიდუმლო შეხვედრა გამართა - Axios
აშშ უკრაინისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდებას აჭიანურებს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)