|
2020-10-07 23:50:09, 624 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2016-2019 წლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ბუკლეტები გამოსცა
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2016-2019 წლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული პროექტების ამსახველი ბუკლეტების მოსახლეობაში გავრცელება დაიწყო. ბუკლეტების გავრცელების პროცესში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მოადგილე ლონგინოზ გასანოვთან ერთად მიიღო. დავით შერაზადიშვილმა და ლონგინოზ გასანოვმა ბუკლეტები დაბა კაზრეთში მცხოვრებ მოსახლეობას გადასცეს. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ მსგავსი ბუკლეტი 2016 წელსაც გამოსცა. ბუკლეტების დაბეჭვდა მოსახლეობაში მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად. „დღეს ჩვენს მოქალაქეებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2016-2019 წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ამსახველი ბუკლეტები დავურიგეთ. ჩვენს მუნიციპალიტეტში ბოლო 4 წლოს განმავლობაში 59 000 000 ლარის ღირებულების პროექტი განხორციელდა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა მიმართულებით არაერთი ინფრასტრუქტურული პრობლემა მოგვარდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის ითვალისწინებს მოსახლეობის საჭიროებებს და თითოეული პროექტი სწორედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე იგეგმება. ჩვენ ამ ტემპს კვლავაც შევინარჩუნებთ და მომავალშიც არაერთ საჭირო და მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. ვფიქრობ, ეს ბუკლეტი სრულყოფილად წარმოაჩენს ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში დაწყებულ აღმშენებლობის პროცესს, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარებისკენ უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)