22:55 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-07 15:57:26, 498 ნახვა

საზოგადოება
ვარკეთილის დასახლებაში ჭიდაობის დარბაზი გაიხსნა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან ირაკლი გვილავასთან ერთად, სამგორის რაიონში, კერძოდ, ვარკეთილის დასახლებაში ჭიდაობის დარბაზი გახსნა.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მომავალ წელს, აღნიშნულ ტერიტორიაზე საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნებიც გაკეთდება. ასევე, იგეგმება საბავშვო ბაღის მშენებლობა.

„ეს იყო ჩვენი დაპირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აქ იყო სპორტული დარბაზი, თუმცა არ ვიცი, რამდენად შეიძლება ვუწოდო მას სპორტული დარბაზი, ალბათ ნახეთ კადრები და ფოტოსურათები, სადაც აღბეჭდილია, თუ რა მდგომარეობა იყო, სრული კატასტროფა ხდებოდა. დღეს ეს სივრცე არის განახლებული და რეაბილიტირებული. ორი დიდი დარბაზია - სატრენაჟორო დარბაზი და საჭიდაო, რომელიც სხვადასხვა მიმართულებითაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. აქვე, მომავალ წელს ვგეგმავთ საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნების პროექტის განხორციელებას, გვერდით იგეგმება საბავშვო ბაღის მშენებლობაც. ეს იქნება ძალიან დიდი, მულტიფუნქციური სივრცე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას, ახალგაზრდებს, ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ ინფრასტრუქტურით. დაახლოებით 500 მოზარდის მიღება შეგვეძლება მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დიდ ლილოში, ვარკეთილის დასახლებაში არსებული შენობის რეკონსტრუქციის და რეაბილიტაციის სამუშაოები თბილისის მერიის ინიციატივით განხორციელდა. პროექტის საერთო ბიუჯეტი 906 179  ლარს შეადგენს.

ჭიდაობის დარბაზი თბილისის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ დაათვალიერა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics