10:18 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-07 15:43:43, 1002 ნახვა

მსოფლიო
პუტინის დაბადების დღის აღსანიშნავად, „Pussy Riot“-მა რუსეთის სამთავრობო შენობებზე ლგბტ დროშები დაკიდა

რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციის „Pussy Riot“-ის წევრებმა, ვლადიმერ პუტინის დაბადების დღის აღსანიშნავად რუსეთის სამთავრობო შენობებზე ლგბტ დროშები დაკიდეს.

როგორც „Pussy Riot“ იუწყება, მათ ცისარტყელის დროშები დაკიდეს „რუსეთის სახელმწიფოებრიობის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოების“ ფასადებზე.

კრემლის საწინააღმდეგო პანკ-როკ ჯგუფმა გააზიარა მისი წევრების ფოტოები, რომმლებიც LGBT დროშებს ამონტაჟებდნენ უშიშროების ფედერალური სამსახურის, რაიონის პოლიციის, უზენაესი სასამართლოს და კულტურის სამინისტროს შენობებზე.

აღნიშნული პროცესის დროს დააკავეს ორი ჟურნალისტი, - იუწყება „Pussy Riot“.

ჯგუფმა სოციალურ ქსელში გააზიარა პოსტი, სადაც მათი მოთხოვნები ჩამოთვალა, რომელთა შორისაა ერთსქესიანი პარტნიორობის ლეგალიზაცია, ლგბტ რუსების დისკრიმინაციის შეწყვეტა და ჩეჩნეთის ულტრაკონერვატიულ რესპუბლიკაში ლგბტ წევრების გატაცებისა და მკვლელობების გამოძიება.

ჯგუფმა ასევე მოითხოვა რუსეთის სავავო კანონის გაუქმება, რომელიც კრძალავს ჰომოსექსუალიზმის „პროპაგანდას“.

„ჩვენ ყველას ვაძლევთ ამ ცისარტყელას, როგორც დაკარგული სიყვარულისა და თავისუფლების სიმბოლოს“, - წერია „Pussy Riot”-ის გავრცელებულ პოსტში.

ამავდროულად, უცნობმა პირებმა მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მოპირდაპირე შენობიდან ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი ბანერი დაკიდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „Mash Telegram“-ის არხი ავრცელებს, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, კავშირი აქვს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან.

„გილოცავთ, ნომერ პირველო პრეზიდენტო“, - წერია აბრაზე, რომელზეც ვლადიმერ პუტინის ფოტოა გამოსახული.

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გეგმავს 68-ე დაბადების დღეზე ათამდე სატელეფონო საუბრის ჩატარებას უცხოელ და ადგილობრივ მოღვაწეებთან, დანარჩენ დღეს კი, პრეზიდენტი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გაატარებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics